ვნებიანი კოცნა და პაემანი იახტაზე - რას წერენ ტაბლოიდები კეტი პერისა და ჯასტინ ტრუდოს რომანის შესახებ

ვნებიანი კოცნა და პაემანი იახტაზე - რას წერენ ტაბლოიდები კეტი პერისა და ჯასტინ ტრუდოს რომანის შესახებ

გამოცემა Daily Mail-მა მომღერალ კეტი პერის და კანადის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ წყვილი ერთმანეთს კოცნის.

როგორც ტაბლოიდები წერენ, წყვილი, სავარაუდოდ, მომღერლის კუთვნილ იახტაზე, Caravelle-ზე იმყოფებოდა, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა ბარბარას სანაპიროსთან იყო გაჩერებული.

  • პერის და ტრუდოს ახლო ურთიერთობის შესახებ ჭორები პირველად ამავე წლის ივლისში გავრცელდა, მას შემდეგ, რაც წყვილი მონრეალში, რესტორანში ვახშმობისას შენიშნეს.

წყარო, რომელიც გამოცემას ესაუბრა, აცხადებს, რომ თავდაპირველად ვერ მიხვდა იახტაზე ვინ იმყოფებოდა მომღერალთან ერთად, თუმცა მოგვიანებით ტატუთი გამოიცნო, რომ ეს ჯასტინ ტრუდო უნდა ყოფილიყო.

კიდევ ერთმა წყარომ კი გამოცემას გაუმხილა, რომ მომღერალი ტრუდოთი "ძალიანაა დაინტერესებული": კეტი ძალიან, ძალიან დაინტერესებულია მისით. ამბობს, რომ ჯასტინისნაირი კარგი მამაკაცი მას იშვიათად უნახავს. ბევრ დეტალს ის თავისთვის ინახავს, თუმცა აშკარაა, რომ ის ძალიან მოსწონს",- განაცხადა "ინსაიდერმა".

წყაროსავე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წყვილი სხვადასხვა ადგილას ცხოვრობს, კეტი იმდენადაა ჯასტინით მოხიბლული, რომ მასთან დისტანციურ ურთიერთობაზეც არ ამბობს უარს.

წყარო: elle

მოამზადა: ანა სიბოშვილმა