ავტორი:

ილია თოფურია საქართველოში ჩამოვიდა და ჩემპიონის ქამრები ჩამოიტანა - რა ვიდეოს აქვეყნებს ქართველი სპორტსმენი

ილია თოფურია საქართველოში ჩამოვიდა და ჩემპიონის ქამრები ჩამოიტანა - რა ვიდეოს აქვეყნებს ქართველი სპორტსმენი

UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია სამშობლოში დაბრუნდა. ქართველმა ჩემპიონმა შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ილიამ ჩემპიონის ქამრები თბილისში ჩამოიტანა.

ცნობისთვის ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან იმავე წლის ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა.

შემდეგ კი ქართველმა განაცხადა, რომ წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა და მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ სატიტულო ბრძოლას ჩაატარებდა. მალევე ილიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და ამ გამარჯვებით მსუბუქი წონის ჩემპიონიც გახდა.