ავტორი:

ძლიერი წვიმა, ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა - როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი? გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

ძლიერი წვიმა, ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა - როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი? გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს - 13 ოქტომბრის დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, დროგამოშვებით ქარის გაძლიერება.

  • დღისით აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.