ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) გადაეცა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მძევლებს ისრაელელ სამხედროებს გადასცემს.
შეგახსენებთ, ღაზადან სულ 20 ცოცხალი მძევალი უნდა გაათავისუფლონ.
„მთელი ისრაელის ხალხის სახელით, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! გელოდებოდით, გულში გიკრავთ. სარა და ბენიამინ ნეთანიაჰუ“, - აღნიშნულია წერილში.
გათავისუფლებულ მძევლებს ასევე გადასცემენ ტანსაცმელს, ლეპტოპებს, მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები ღაზას სექტორის ჩრდილოეთით შეხვედრის ადგილისკენ მიემართებიან, სადაც რამდენიმე მძევალს გადასცემენ.

როგორც დასავლური მედია წერს, მძევლების გათავისუფლების შეთანხმების პირობების თანახმად, ღაზაში დახმარების რაოდენობა უნდა გაიზარდოს - თუმცა, მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP) შაბათს BBC-ს განუცხადა, რომ ღაზაში დახმარების სატვირთო მანქანების დიდი ნაკადი "ჯერ არ შესულა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი სატვირთო მანქანა შევიდა სამხრეთ ღაზაში მას შემდეგ, რაც პალესტინის ტერიტორიაზე პარასკევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.
პარალელურად timesofisrael-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტის შემდეგ ღაზაში პირველად შევიდა სამზარეულო მოხმარებისთვის გამოსაყენებელი გაზის მარაგი. დახმარება ასევე მოიცავს საკვებს, ფქვილს, ხილს და ხორცს