ავტორი:

"მძევლების გათავისუფლებით მშვიდობა შესაძლებელი ხდება ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის" - ემანუელ მაკრონი

"მძევლების გათავისუფლებით მშვიდობა შესაძლებელი ხდება ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის" - ემანუელ მაკრონი

ვიზიარებ ოჯახებისა და ისრაელელი ხალხის სიხარულს, რადგან შვიდი მძევალი ახლახან გადაეცა წითელ ჯვარს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

  • მისი განცხადებით, მძევლების გათავისუფლება მშვიდობას შესაძლებელს ხდის ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის.

"ეიტან მორი, გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ომრი მირანი, ალონ აჰელი და გაი გილბოა-დალალი უსაფრთხოდ არიან. მათი გათავისუფლებით - და დღეს დილით მოსალოდნელი ცამეტი სხვა მძევლის გათავისუფლებით - მშვიდობა შესაძლებელი ხდება ისრაელისთვის, ღაზასთვის და რეგიონისთვის“, - აცხადებს პრეზიდენტი მაკრონი.

მისი თქმით, საფრანგეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ყველა ეტაპზე ჩაერთვება.

შეგახსენებთ, ღაზას სექტორში 7 ისრაელელი მძევალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) გადასცეს, რომელმაც მძევლები უკვე გადასცა ისრაელის თავდაცვის ძალებს.