ავტორი:

"ჰამასის" მიერ გათავისუფლებული 7 მძევალი ისრაელშია - პირველი კადრები

"ჰამასის" მიერ გათავისუფლებული 7 მძევალი ისრაელშია - პირველი კადრები

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი უკვე ისრაელშია.

გათავისუფლებულები არიან გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ალონ ოჰელი, ომრი მირანი, ეიტან მორი და გაი გილბოა-დალალი.

მოქალაქეები მათ ქუჩაში ეგებებიან.

ახლად გათავისუფლებულ მძევლებს ისრაელში დაბრუნების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი მეუღლის, სარა ნეთანიაჰუს ხელნაწერ წერილებს გადასცემენ. „მთელი ისრაელის ხალხის სახელით, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! გელოდებოდით, გულში გიკრავთ. სარა და ბენიამინ ნეთანიაჰუ“, - აღნიშნულია წერილში.

იხილეთ ასევე: