ევროპული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა, - ინფორმაციას ეუთო ავრცელებს.
"საქართველოში შეხვედრები ფოკუსირებული იქნება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეუთო-ს მეშვეობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფინეთი, როგორც ეუთო-ს მოქმედი ლიდერი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვასა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას.