ბორჯომში, "პლატოზე“ მდებარე 49 246 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისთვის გამოცხადებული აუქციონი შეწყდა.
Eauction-ის ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე აუქციონი, რომელიც მიზნად ისახავდა ბორჯომის პლატოზე დაახლოებით 5 ჰექტარი სახელმწიფო მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეწყდა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, 49 246 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ტყის სტატუსი შეუწყდებოდა და გაიყიდებოდა. გააგრძელეთ კითხვა