ორშაბათს მადაგასკარის ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ანდრი რაძოელინამ ქვეყანა იმ ფრანგული სამხედრო თვითმფრინავის საშუალებით დატოვა, რომელიც სპეციალურად მის წასაყვანად სანტე მარიის აეროპორტში დაეშვა.
აფრიკულ ქვეყანაში მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, საპროტესტო გამოსვლები სუფთა წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტმა გამოიწვია, რომელიც მალევე მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგებში გადაიზარდა. მომიტინგეები რაძოელინას მთავრობას მასშტაბურ კორუფციაში ადანაშაულებდნენ, პროტესტის მიზანი ასევე ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაც იყო.
მადაგასკარის პრეზიდენტს ქვეყნის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც არმიის ელიტარული ქვედანაყოფები, რომლებიც მას 2009 წლის გადატრიალების დროს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარნენ, მომიტინგეებს მხარეზე გადავიდნენ
ამ დროისათვის ანდრი რაძოელინას ადგილსამყოფელი უცნობია