ავტორი:

ათეულობით დაღუპული და ასეულობით დაზარალებული - მექსიკა ტროპიკული ქარიშხლების დამანგრეველ შედეგებს ებრძვის

ათეულობით დაღუპული და ასეულობით დაზარალებული - მექსიკა ტროპიკული ქარიშხლების დამანგრეველ შედეგებს ებრძვის

მექსიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად ქვეყანაში სულ მცირე 64 ადამიანია დაღუპული, ხოლო 65 დაკარგულად ითვლება

ტროპიკულმა ქარიშხალებმა „პრისილამ“ და "რეიმონდმა“ მექსიკის ხუთ შტატში ძლიერი ნალექი, მეწყრები და წყალდიდობები გამოიწვია.

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შაინბაუმმა ვერაკრუსში, იდალგოში, პუებლაში, კერეტაროში და სან-ლუის პოტოსიში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სამაშველო ოპერაციებში სამხედრო ძალებიც არიან ჩართული.

სტიქიამ ასეულობით მოსახლე დააზარალა. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დაიტბორა გზები და შეფერხდა გადაადგილება.

წყარო