ავტორი:

ტეხასში თვითმფრინავი სატვირთო მანქანას შეეჯახა - დაღუპულია 2 ადამიანი

ტეხასში თვითმფრინავი სატვირთო მანქანას შეეჯახა - დაღუპულია 2 ადამიანი

კვრას საღამოს ტეხასში, ტარანტის ოლქში აეროდრომის მახლობლად ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სატვირთო მანქანას შეეჯახა ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა, ინციდენტს 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირეს როგორ გასრიალდა ცხვირით ბეტონის ზოლზე დანარცხებული თვითმფრინავი, შემდეგ რამდენიმე სატვირთოს შეასკდა, ჰაერში ავარდა და აფეთქდა. როგორ თვითმხილველები აცხადებენ შემთხვევის ადგილიდან ამოსული შავი კვამლი რამდენიმე მილის დაშორებითაც ჩანდა.

დაღუპულთა ვინაობა ჯერ არ გავრცელებულა, ასევე უცნობია, დაშავდა თუ არა კიდევ ვინმე ინციდენტის დროს.

წყარო