მიხეილ ყაველაშვილმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.