ამერიკულმა კომპანიამ შექმნა ხის ახალი სახეობა, რომლის სიმტკიცისა და წონის თანაფარდობა, ფოლადზე 10-ჯერ მეტია და ამავდროულად ექვსჯერ მსუბუქია.
ახალი მასალის გამოგონება ჰუმ ათ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. მერილენდის უნივერსიტეტის მასალების ინოვაციების ცენტრში მუშაობისას, მან ხის რეინჟინერირების ინოვაციური გზები იპოვა. ერთ-ერთ ცდაში მასალა გამჭვირვალეც კი გახადა მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის, ლიგნინის ნაწილის მოცილებით, რომელიც ხის ფერს და სიმტკიცეს აძლევს.

გარღვევა 2017 წელს მოხდა, როდესაც ჰუმ პირველად გაამაგრა ჩვეულებრივი ხე ქიმიური დამუშავებით, რათა გაეძლიერებინა მისი ბუნებრივი ცელულოზა.
თავდაპირველად ხე წყლისა და შერჩეული ქიმიკატების აბაზანაში ადუღდა, შემდეგ კი ცხელი დაპრესვით უჯრედულ დონეზე დაიშალა, რამაც მნიშვნელოვნად უფრო მკვრივი გახადა. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ერთკვირიანი პროცესის ბოლოს, მიღებულ ხეს ჰქონდა სიმტკიცისა და წონის თანაფარდობა, „რომელიც უფრო მაღალი იყო, ვიდრე უმეტეს სტრუქტურულ ლითონებსა და შენადნობებში“.
ახლა, ჰუს მიერ პროცესის წლების განმავლობაში დახვეწისა და 140-ზე მეტი პატენტის წარდგენის შემდეგ, Superwood-მა კომერციულად დაიწყო წარმოება.

InventWood Superwood-ს მერილენდის შტატში მდებარე ქარხანაში აწარმოებს.
თავდაპირველად, კომპანია გეგმავს ფოკუსირება მოახდინოს გარე გამოყენებაზე, როგორიცაა ტერასა და მოპირკეთება, ხოლო მომავალ წელს შიდა გამოსაყენებელ პანელებს დაამზადებენ. (კედლები, იატაკი, ავეჯი და სხვა).
საბოლოოდ, ლაუ ვარაუდობს, რომ “სუპერვუდისგან“ მთლიანი სახლის აშენება იქნება შესაძლებელი.
იხილეთ ასევე: