სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ “ჰამასმა“ ყველა ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა და ისინი საკუთარ ოჯახის წევრებს უკვე შეხვდნენ. მათ შორის არის მუსიკოსი ევიატარ დავიდი, რომელიც მსოფლიომ “ჰამასის“ მიერ გავრცელებული ვიდეოდან გაიცნო. მას აწამებდნენ და საკუთარი საფლავის გათხრაც კი აიძულეს.

ევიატარმა მიწისქვეშა გვირაბში წლები დაყო. მსოფლიო კი საშინელი ვიდეოებით ადევნებდა თვალს მის მდგომარეობას. მუსიკოსი, 2 წლის წინ, მძევლად მაშინ აიყვანეს, როდესაც მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა.
dailymail-ი მის გათავისუფლებას ოჯახის წევრებთან ერთად ელოდა და დეტალებზეც წერს.


"ამ მომენტის აღწერა შეუძლებელია“, - აცხადებს 54 წლის რინატ ისრაელი, რომელმაც ღონისძიებას ორგანიზება გაუწია.
"ამ მომენტს ორი წელი ველოდი. როდესაც ის იქ იყო, თითქოს სუნთქვა შემეძლო. ეს არის გრძნობა. ყოველ წამს, როცა ის იქ იყო, თითქოს ორ ადგილას ცხოვრობდი. ახლა ისევ შემიძლია სუნთქვა“, - განაცხადა გამოცემასთან ევიატარის მეგობარმა.

შეგახსენებთ, “ჰამასმა“ ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს აყვანილი ყველა მძევალი დაუბრუნა. წითელი ჯვრის მანქანებს ქუჩაში შეკრებილი ხალხი სიხარულის შეძახილებით და ყვირილით დახვდა.

იხილეთ ასევე: