ავტორი:

კინოფესტივალიდან მომავალი ალეკ ბოლდუინი ავტომობილით ხეს შეეჯახა - ავარიის დეტალები და ფოტოები ადგილიდან

კინოფესტივალიდან მომავალი ალეკ ბოლდუინი ავტომობილით ხეს შეეჯახა - ავარიის დეტალები და ფოტოები ადგილიდან

ალეკ ბოლდუინი ჰემპტონსში Range Rover-ით ხეს შეეჯახა. მსახიობი შემთხვევის დროს ძმასთან ერთად იმყოფებოდა.

პოლიცია სწრაფად მივიდა ადგილზე და ბოლდუინს კოკისპირულ წვიმაში თავშესაფრის პოვნაში დაეხმარა. ინფორმაცია აღმოსავლეთ ჰემპტონის პოლიციის დეპარტამენტმა დაადასტურა.

ბოლდუინი აღმოსავლეთ ჰემპტონსის საერთაშორისო კინოფესტივალზე იმყოფებოდა, რომელიც 5 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრამდე გაიმართა. ის მისი აღმასრულებელი კომიტეტის თანათავმჯდომარეა.

"ის მთელი კვირა იქ იმყოფებოდა, ფილმების ჩვენებას ესწრებოდა და პანელებს მოდერაციას უწევდა“, - განუცხადა წყარომ Page Six-ს.

მსახიობმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა და აღნიშნა, რომ მანქანა სინამდვილეში მის მეუღლეს, ჰილარიას ეკუთვნოდა.

"სხვა მანქანის დარტყმის თავიდან ასაცილებლად, ხეს შევეჯახე და ჩემი ცოლის მანქანა. ამის გამო ცუდად ვგრძნობ თავს. მაგრამ ყველაფერი კარგადაა, მეც კარგად ვარ და ჩემი ძმაც კარგადაა“, - თქვა მან.

წყარო