დონა ადელსონს, რომელმაც, ბრალდების მტკიცებით, ყოფილი სიძის მოსაკლავად მკვლელი დაიქირავა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ცნობილი პროფესორი, დენიელ მარკელი, მეურვეობისთვის მწვავე ბრძოლაში იყო ჩართული ყოფილ მეუღლესთან - ადელსონის ქალიშვილთან, როდესაც ის 2014 წელს, ტალაჰასიში, საკუთარ სახლში მოკლეს.
ტალაჰასის სასამართლო დარბაზში განაჩენის გამოტანამდე ემოციურ განცხადებაში ადელსონმა დაიფიცა, რომ უდანაშაულო იყო და სასამართლო პროცესს სამართლიანობის დარღვევად მიიჩნევდა.

"რაც დენის დაემართა, უპატიებელია. თუმცა, მე უდანაშაულო ქალი ვარ, რომელიც ამ საშინელი დანაშაულისთვის მტკიცებულებების გარეშე დამნაშავედ ცნეს... მე ყოველთვის პატივს ვცემდი კანონს. არასდროს მიმიღია ჯარიმა პარკირებისთვის, მაგრამ ციხეში მივდივარ მკვლელობისთვის, რომელიც არ ჩამიდენია", - თქვა ადელსონმა
ადელსონი მეხუთე პირი იყო, რომელიც, პროკურორების თქმით, მარკელის მკვლელობის შეთქმულებისთვის გაასამართლეს. მკვლელობისთვის უკვე სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მის ვაჟს, ჩარლზ ადელსონსაც. რაც შეეხება დონას ქალიშვილს, ვენდი ადელსონი ყოფილი ქმრის მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს.