Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორის, პაოლო პიჩოლის სადებიუტო ჩვენებას მეგან მარკლი დაესწრო. ეს ევროპაში ჰერცოგინიას პირველი ვიზიტი იყო უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში. თავდაპირველად, მეგანი თეთრ კოსტიუმში და შავ მაღალი ქუსლიან ფეხსაცმელში გამოჩნდა, ჩვენების შემდეგ კი შავი კაბა ეცვა.
ცოტა ხნის წინ, პიჩოლიმ გაამხილა, რომ მეგანმა მოდის კვირეულის ჩვენებაზე "თავი დაიპატიჟა".


"მეგანს რამდენიმე წლის წინ შევხვდი, მას შემდეგ მასთან მიმოწერაც მქონდა", - განუცხადა 58 წლის პიჩოლიმ The Cut-ს.
აღსანიშნავია, რომ მეგანმა პიჩოლის სადებიუტო ჩვენებაზე მთელი საათი დააგვიანა, თუმცა ამის მიუხედავად, ჰერცოგინიას თბილად დახვდნენ. ჩვენების შემდეგ მან პიერპაოლოს შოუს ბრწყინვალე ჩატარება მიულოცა და ანა ვინტურს ესაუბრა.


რა თქმა უნდა, მარკლის გამოჩენამ კრიტიკაც დაიმსახურა. ეს ყველაფერი კი რამდენიმე წლის წინ Balenciaga-ს სარეკლამო კამპანიას უკავშირდება, როცა ბრენდი ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულეს.
"ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვების ინტერესებს იცავს, ესწრება იმ ბრენდის ჩვენებას, რომელსაც ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ“.
"რატომ უნდა წასულიყო ის Balenciaga-ს ჩვენებაზე? როგორ შეუძლია რომელიმე დედას ამ ბრენდის მხარდაჭერა?" - წერენ ჰერცოგინიას "ინსტაგრამზე".