რიკოთის ახალი მაგისტრალის გავლას 1 საათისა და 20 წუთის ნაცვლად, 35 წუთი დასჭირდება,“ - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"უპრეცედენტო, საუკუნის პროექტი დასასრულს უახლოვდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ყველაზე რთული მონაკვეთი, რიკოთის ჩქაროსნული გზა ოთხ ნაწილად შენდება.
ამჟამად ავტოტრანსპორტისთვის სრულად არის გახსნილი ხევი-უბისას, უბისა-შორაპნის და შორაპანი-არგვეთას 4-ზოლიანი მონაკვეთი. ასევე ტრანსპორტი უკვე მოძრაობს ჩუმათელეთი-ხევის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის 7 კილომეტრზე. საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტი რიკოთის მაგისტრალის 96%-ით უკვე სარგებლობს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
მთავრობის ცნობითვე, მაგისტრალი გვერდს უვლის ყველა მიმდებარე დასახლებას...განაგრძეთ კითხვა