ავტორი:

"ამაში ეჭვი გეპარებათ?" - სირიის პრეზიდენტის ფლირტი CBS-ის ჟურნალისტთან: რა კადრები ვრცელდება მედიაში (ვიდეო)

"ამაში ეჭვი გეპარებათ?" - სირიის პრეზიდენტის ფლირტი CBS-ის ჟურნალისტთან: რა კადრები ვრცელდება მედიაში (ვიდეო)

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა CBS-ის გადაცემა “60 წუთის“ სტუმარი იყო. გარდა იმისა რომ ეს გადაცემის ეთერში მისი პირველი გამოჩენა იყო, სხვა მიზეზითაც მიიქცია საზოგადოების ყურადღება - ბევრმა მის მიერ წამყვანის, მარგარეტ ბრენანთის მიმართ ნათქვამი რამდენიმე ფრაზა ფლირტის მცდელობად აღიქვა.

  • საუბარი კი იმით დაიწყო რომ, წამყვანმა დონალდ ტრამპის ფრაზა გაიხსენა, სადაც ის ალ-შარაას “მიმზიდველ და ძლიერ“ მამაკაცად მოიხსენიებს.

“ამაში ეჭვი გეპარებათ?“ მიმართა სირიის პრეზიდენტმა ღიმილით წამყვანს. ალ შარაას სიტყვებმა მცირე უხერხულობა გამოიწვია.

<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="en" dir="ltr">Bro thought 60 Minutes was a dating show 🤣 <a href="https://t.co/xj6qPEK48u">pic.twitter.com/xj6qPEK48u</a></p>&mdash; Xumas (@xumas_iq) <a href="https://twitter.com/xumas_iq/status/1977540910042038734?ref_src=twsrc%5Etfw">October 13, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ბრენანი, შეეცადა ისევ ინტერვიუს ძირითად თემას დაბრუნებოდა და საუბარი ალ-შარაას წარსულზე გადაიტანა.

ტრამპთან დაკავშირებული დიალოგის ეპიზოდებმა სოციალურ ქსელებში რამდენიმე საათში მილიონობით ნახვა დააგროვა და მრავალი სახალისო კომენტარის მიზეზი გახდა. მომხმარებლებმა ხუმრობით ალ-შარაას “პრეზიდენტი რიზიც“ კი შეარქვეს (Gen Z-ის სლენგში “rizz“ ქარიზმას ნიშნავს)

თუმცა ინტერვიუს ძირითადი ნაწილი მაინც სერიოზულ საკითხებს ეხებოდა და წამყვანმა სირიის ამჟამინდელ პრეზიდენტს მის წარსულთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაუსვა . აჰმედ ალ-შარაამ მისი ბიოგრაფიის ის ნაწილი, როდესაც ის ალ-ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფების, ჯაბჰათ ალ-ნუსრას ლიდერი იყო “მთელი თაობის შეცდომად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ახლა მისი მიზანი “იმ ქვეყნის აღდგენაა, რომელმაც ძალიან ბევრი, ბევრი ტკივილი გადაიტანა.“

საუბარი 10 მილიონი დოლარის ჯილდოსაც შეეხო, რომელიც აშშ-ის მიერ აჰმედზე, როგორც ტერორისტზე იყო დაწესებული და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ,ტრამპისა და ალ-შარაას შეხვედრის შემდეგ მოიხსნა.

“ეს ფულის ფლანგვა იქნებოდა“, - უპასუხა ღიმილით წამყვანს ადამიანმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ტერორისტების ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნეოდა, დღეს კი უკვე ცდილობს მსოფლიოს თავი სირიის რეფორმატორ და დიპლომატ ლიდერად წარმოუჩინოს.

წყარო