ავტორი:

საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან წააგო - მასპინძლებმა 4-1 მოიგეს: მნიშვნელოვანი მომენტები

საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან წააგო - მასპინძლებმა 4-1 მოიგეს: მნიშვნელოვანი მომენტები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრაში თურქეთს დაუპირისპირდა.

  • ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ასეთი შემადგენლობა გამოიყვანა - ცნობილია ჩვენი გუნდის შემადგენლობა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.

პირველი ტაიმი მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც გოლებშიც გადაიზარდა. პირველი გოლი მე-14 წუთზე ქენან ილდიზმა გაიტანა, 22-ე წუთზე კი დემირალმა უპირატესობა გაზარდა და ანგარიში 2-0 გახდა.

თურქების აქტიურობას 35-ე წუთზე აქგუნის გოლი მოჰყვა - 3-0.

მეორე ტაიმიც თურქების უპირატესობით დაიწყო და 52-ე წუთზე დემირალმა გოლი გაიტანა - 4-0. საპასუხო გოლი 64-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

4 სექტემბერს, თბილისში მუნდიალის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩი თურქეთმა საქართველოს ნაკრებს 3:2 მოიგო.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს, ხოლო მეორეზე გასული პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას.