ავტორი:

ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო, აშშ-მა უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეს ვიზები გაუუქმა - რას წერს მედია

ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო, აშშ-მა უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეს ვიზები გაუუქმა - რას წერს მედია

“აშშ-მა ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო უცხო ქვეყნის ექვს მოქალაქეს ვიზები გაუუქმა“, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს ვალდებულება უმასპინძლოს უცხოელებს, რომლებსაც ამერიკელების სიკვდილი სურთ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უწყებამ ვიზები სამხრეთ აფრიკის, არგენტინის, მექსიკის, ბრაზილიის, გერმანიისა და პარაგვაის მოქალაქეებს გაუუქმა.

შეგახსენებთ, „Turning Point USA“-ს დამფუძნებელს, კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს 10 სექტემბერს იუტას ველის უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიების დროს ესროლეს.