ავტორი:

უმძიმესი კადრები ღაზის სექტორიდან: "ჰამასმა" ისრაელთან კოლაბორაციაში დადანაშაულებული პალესტინელები სიკვდილით საჯაროდ დასაჯა

უმძიმესი კადრები ღაზის სექტორიდან: "ჰამასმა" ისრაელთან კოლაბორაციაში დადანაშაულებული პალესტინელები სიკვდილით საჯაროდ დასაჯა

"ჰამასმა" პალესტინელები, რომლებიც ისრაელთან კოლაბორაციაში დაადანაშაულეს, სიკვდილით საჯაროდ დასაჯა.

ღაზაში გადაღებული სასტიკი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. კადრებში ჩანს, დაჩოქილი მამაკაცები, რომლებსაც ხელები ზურგს უკან აქვთ შეკრული.

შეიარაღებული მებრძოლები, რომელთაგან ზოგიერთს "ჰამასის" სტილის თავსაბურავი ახურავს, მსხვერპლების უკან დგანან. სროლის შედეგად შვიდივე მამაკაცი მიწაზე უსულოდ ეცემა. რის შემდეგაც შეკრებილი ხალხი ყვირის "ალაჰ აკბარ!“ ("ღმერთი დიდია“) და მოკლულებს ტელეფონით იღებენ.

როგორც dailymail წერს, ჰამასის წყარომ მათ ვიდეოს ავთენტურობა დაუდასტურა.

სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, იმისათვის რომ ისრაელმა ღაზას ტერიტორიების კონტროლი აღადგინოს, "ჰამასმა" თავისი უსაფრთხოების ძალების დაახლოებით 7000 წევრი უკვე გაიყვანა.

ისრაელს დაუბრუნა ყველა ცოცხალი მძევალი, ხოლო ცხედრების გადაცემა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

თუმცა გავრცელებულმა ვიდეომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი შეაშფოთა და გაჩნდა შიში, რომ სამშვიდობო შეთანხმება დაირღვევა.

  • "ჰამასსა" და ისრაელს შორის შედგენილი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ერთ- ერთი პირობა ღაზის სექტორის დემილიტარიზაციაა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ "ჰამასი" არ მიიღებს მონაწილეობას რეგიონის მმართველობაში.მას "უხელმძღვანელებს პალესტინელი ტექნოკრატების დროებითი გარდამავალი მთავრობა. ის პასუხისმგებელი იქნება ღაზას სექტორის მოსახლეობისთვის ყოველდღიური მომსახურების მიწოდებაზე“.

თუმცა, ძალადობრივმა ვიდეომ გააჩინა ვარაუდი, რომ არაერთმა მებრძოლმა ჯგუფმა შეიძლება უარი თქვას იარაღის დაყრაზე.

წყარო

იხილეთ ასევე: