ავტორი:

"ვერც ერთი Tomahawk ვერ მოაგვარებს უკრაინაში კონფლიქტს, ეს სიტუაციას ბირთვულ ომამდე მიიყვანს" - ლუკაშენკო

"ვერც ერთი Tomahawk ვერ მოაგვარებს უკრაინაში კონფლიქტს, ეს სიტუაციას ბირთვულ ომამდე მიიყვანს" - ლუკაშენკო

"ვერც ერთი Tomahawk ვერ მოაგვარებს უკრაინაში კონფლიქტს, ეს სიტუაციას ბირთვულ ომამდე მიიყვანს", - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუს-ამერიკის ურთიერთობების განვითარებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე განაცხადა.

  • მისი თქმით, რუსი ხალხი და რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინაში მშვიდობის დამყარებისკენ არიან მიმართულნი.

"ვერცერთი Tomahawk ერ გადაწყვეტს საკითხს. ეს სიტუაციას ბირთვულ ომამდე მიიყვანს. დონალდ ტრამპს ალბათ ალბათ, ამას ყველაზე უკეთ ესმის, რადგან ის არ ჩქარობს ამ სასიკვდილო იარაღის გადაცემას და რუსეთის სიღრმეში დარტყმების დაშვებას, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი იმედოვნებს“, - თქვა ლუკაშენკომ. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ხედავს ბელარუსის როლს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში.

"მე მჯერა, რომ ბელარუსს, როგორც რუსეთის უახლოეს მოკავშირეს, გარკვეული როლი აქვს შესასრულებელი უკრაინის კრიზისის მოგვარებასა და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში. ამერიკელებმა ამ პროცესში ჩვენი როლი დაინახეს.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული შესაძლებლობები და პოტენციალი... თუ ამერიკელებს სურთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება და იქ ჩვენთვის მცირე როლს ხედავენ, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.