ავტორი:

რუსეთმა მიხაილ ხადარკოვსკის წინააღმდეგ “ტერორიზმისა“ და “ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების დაგეგმვის“ ბრალდებით საქმე აღძრა - მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება

რუსეთმა მიხაილ ხადარკოვსკის წინააღმდეგ “ტერორიზმისა“ და “ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების დაგეგმვის“ ბრალდებით საქმე აღძრა - მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება

რუსეთმა ოდესღაც უმდიდრესი ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკისა და “რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის“ კიდევ 22 წევრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB) მათ „ტერორისტული ორგანიზაციის“ შექმნასა და „ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულების დაგეგმვაში“ ადანაშაულებს. როგორც მედია წერს, თითოეულ მათგანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ნავთობკომპანია “იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო.

საქმეში ასევე ფიგურირებს ხადარკოვსკის მიერ მხარდაჭერილი “ომის საწინააღმდეგო კომიტეტის“ (AKR) 22 წევრი: მიხაილ კასიანოვი, მარატ გელმანი, ლეონიდ გოზმანი, ვლადიმერ კარა-მურზა, სერგეი ალექსაშენკო, დიმიტრი გუდკოვი, სერგეი გურიევი, ბორის ზიმინი, ევგენი ჩიჩვარკინი, ევგენი კისელიოვი, მიხაილ კოკორიჩი, ევგენი კუნინი, ელენა ლუკიანოვა, იური პივოვაროვი, კონსტანტინ ჩუმაკოვი, ანასტასია შევჩენკო, ვიქტორ შენდეროვიჩი, გარი კასპაროვი, კირილ მარტინოვი, მაქსიმ რეზნიკი, არტურ სმოლიანინოვი და ეკატერინა შულმანი.

  • ყველა მათგანი რუსეთში უცხოელ აგენტებად არის აღიარებული.

“ტერორისტული ორგანიზაციის ორგანიზების“ მუხლი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, “ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების“ მუხლი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო “ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის“ მუხლი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ბრალდებების არსი

„2023 წლის 30 აპრილს, AKR-მა ბერლინში მიიღო თავისი დამფუძნებელი დოკუმენტი - ე.წ. ბერლინის დეკლარაცია, რომელიც აცხადებს რუსეთის ამჟამინდელი მთავრობის ლიკვიდაციის აუცილებლობას“, - ციტირებს რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS FSB-ს განცხადებას.

„მოძრაობის მონაწილეობით, 2025 წლის ოქტომბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეიქმნა ე.წ. რუსეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმა. ამ პლატფორმას მიხეილ ხადარკოვსკი უწოდებს როგორც „გარდამავალი პერიოდის დამფუძნებელ კრებას“ და რუსეთის ფედერაციის მმართველი ორგანოების ალტერნატივას“.

სააგენტო აცხადებს, რომ ხადარკოვსკი და AKR-ის სხვა დამფუძნებლები აფინანსებენ რუსეთში ტერორისტულად აღიარებულ „უკრაინულ პარამილიტარულ ნაციონალისტურ დანაყოფებს“ და ასევე ახორციელებენ რეკრუტირების საქმიანობას ამ დანაყოფებში პირების გადაბირებისთვის.

„ხადარკოვსკის და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მათ საქმიანობაში ჩართული პირები პასუხისგებაში მიეცემათ რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად“, - იტყობინება FSB-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი.

1990-იან წლებში ხოდორკოვსკი მხარს უჭერდა რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ ბორის ელცინს, თუმცა კრემლის კეთილგანწყობა დაკარგა, როდესაც მისმა მემკვიდრემ, ვლადიმერ პუტინმა, ოლიგარქებზე კონტროლი გაამკაცრა.

ხადარკოვსკიმ 10 წელი გაატარა ციმბირის ციხეში, ხოლო 2013 წელს შეიწყალეს და რუსეთი დატოვა. მას შემდეგ მხარი დაუჭირა პუტინის საწინააღმდეგო არაერთ ჯგუფს.

წყარო