ავტორი:

ორი ფოტო და ორი განსხვავებული პოსტი - რას წერენ ჯორჯინა უსკატეგი და ილია თოფურია თავთავიანთ "ინსტაგრამ" გვერდებზე?

ორი ფოტო და ორი განსხვავებული პოსტი - რას წერენ ჯორჯინა უსკატეგი და ილია თოფურია თავთავიანთ "ინსტაგრამ" გვერდებზე?

UFC-ის სუპერვარსკვლავი ილია თოფურია ბოლო წლებში მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. 28 წლის "ელ მატადორი" UFC-ის რეიტინგის სათავეშია და მის ერთ-ერთ მთავარ სახეს წარმოადგენს.

სპორტული წარმატების პარალელურად, თოფურიას პირადი ცხოვრებაც განხილვის თემაა. ბოლო პერიოდში გავრცელდა ჭორები მისი და მეუღლის, ჯორჯინა უსკატეგის, დაშორების შესახებ. ეჭვები გამყარდა, როდესაც ილიამ და ჯორჯინამ ყველა ერთობლივი ფოტო წაშალეს "ინსტაგრამიდან".

ჭორებს ახალი საბაბი მისცა ჯორჯინა უსკატეგის ბოლოდროინდელმა პოსტმა. თავდაპირველად ერთობლივი ფოტოებით სავსე პროფილიდან, ჯორჯინამ ახლა მხოლოდ საკუთარი და ქალიშვილის სურათები გააზიარა მადრიდის ზოოპარკიდან. ფოტოზე თანდართულმა წარწერამ თაყვანისმცემლებს მათ დაშორებაში საბოლოოდ დააჯერა:

"დედის ჭეშმარიტი ძალა ის კი არ არის, რომ მუდმივად საფრთხეს ელოდოს, არამედ ის, რომ შექმნას გარემო, სადაც მის შვილს შეეძლება გაიზარდოს მამაცად, თავისუფლად და შიშის გარეშე. ჩემო პატარა ჯორჯინა, შენს გვერდით ყოფნაზე და იმაზე მეტად არაფერი მიყვარს, ვიდრე შენი დანახვა - როგორ ყალიბდები სიცოცხლით, აზრებითა და თავმოყვარეობით სავსე პიროვნებად. ჩემი მოვალეობაა, მოგცე ის საშუალებები, რომლითაც ძლიერი გაიზრდები, პატიოსნების მაგალითი დაგანახო და გზა გაგიკვალო შენი ბედნიერებისკენ", - წერს ის.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილს საერთო ქალიშვილი ჰყავს (ილიას წინა ურთიერთობიდან უფროსი ვაჟიც), ეს "სოციალური დისტანცია" იმაზე მეტყველებს, რომ მათ ურთიერთობაში კრიზისია.

თავის მხრივ, საქართველოში მყოფი ილია თოფურია პირველ შვილთან - უგოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვყნებს და წერს:

"არსებობს მომენტები, როცა სული ორად იყოფა,მაგრამ გული მადლიერებით ივსება.

ვამაყობ ჩემი ფესვებით, იმ გზებით, რომლებმაც აქამდე მომიყვანა,და იმ ადამიანებით, რომლებიც თითოეულ ნაბიჯზე მაძლიერებენ.

ნამდვილი გამარჯვება ის არის - არასდროს დაივიწყო, საიდან მოდიხარ და ღირსებითა და გულით გააგრძელო გზა".

იხილეთ ასევე: