"ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს ქვეყნები უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-სგან უფრო მეტ იარაღს შეიძენენ", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
"თუ პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობიდან რაიმე ვისწავლეთ, ეს ძალის მეშვეობით მშვიდობის პრინციპის აქტიური გამოყენებაა. მშვიდობა მაშინ მიიღწევა, როდესაც ძლიერი ხარ და არა მაშინ, როდესაც უბრალოდ ხმამაღლა საუბრობ, არამედ მაშინ, როდესაც რეალური შესაძლებლობები გაქვს. სწორედ ამას აკეთებს ნატო და სწორედ ეს არის PURL-ის ინიციატივა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.