ავტორი:

ChatGPT-ზე მალე ეროტიკული შინაარსის კონტენტი იქნება დაშვებული - "ადამიანებს უბრალოდ ზღვის გოჭებივით იყენებენ"

ChatGPT-ზე მალე ეროტიკული შინაარსის კონტენტი იქნება დაშვებული - "ადამიანებს უბრალოდ ზღვის გოჭებივით იყენებენ"

OpenAI-ს ახალი გეგმის თანახმად, მალე ChatGPT ფართო სპექტრის კონტენტს მოიცავს, მათ შორის ეროტიკული შინაარსის კონტენტს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ხელმძღვანელი სემ ალტმანი ავრცელებს. როგორც ალტმანი აცხადებს, ეს ნაბიჯი, შესაძლოა, OpenAI-ს მეტი მომხმარებლის მიზიდვაში დაეხმაროს.

  • კრიტიკოსები ამბობენ, რომ OpenAI-ის გადაწყვეტილება პლატფორმაზე ეროტიკის დაშვების შესახებ ფედერალურ დონეზე მეტი რეგულირების საჭიროებაზე მიუთითებს.

"როგორ აპირებენ ისინი იმის უზრუნველყოფას, რომ ბავშვებს არ ჰქონდეთ წვდომა ChatGPT-ის იმ ნაწილებზე, რომლებიც მხოლოდ ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი და ეროტიკულ მასალას შეიცავს?!“ - ამბობს იურიდიული ფირმა Boies Schiller Flexner-ის პარტნიორი. ჯენი კიმი.

"ხელოვნური ინტელექტი, ისევე როგორც დიდი ტექნოლოგიების უმეტესობა, ადამიანებს უბრალოდ ზღვის გოჭებივით იყენებს“, - ამბობს კიმი.

ორგანიზაცია "დემოკრატიისა და ტექნოლოგიების ცენტრის“ (CDT) მიერ ამ თვეში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხუთიდან ერთი სტუდენტი აცხადებს, რომ მას ან მის ნაცნობს "რომანტიკული ურთიერთობა" ჰქონდა ხელოვნურ ინტელექტთან.

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) ქვეყნის მასშტაბით გამოძიება დაიწყო იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტები ბავშვებთან.

წყარო