ავტორი:

"ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელია

"ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე" - რას წერს ხვიჩა კვარაცხელია

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ნაკრების წარუმატებელი თამაშების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ - "ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე".

  • ცნობისთვის ნაკრების კაპიტანი თურქეთთან გუშინდელ მატჩში, სწორედ ხვიჩა კვარაცხელია იყო.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა.

რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით.

აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ. არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე", - წერს ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ორი შეხვედრა ესპანეთთან და თურქეთთან გამართა. სამწუხაროდ, ორივე მატჩი მეტოქე გუნდის გამარჯვებით დასრულდა.