ავტორი:

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში ჩავიდა - ის პუტინს ბაშარ ალ-ასადის გადაცემას ოფიციალურად სთხოვს

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში ჩავიდა - ის პუტინს ბაშარ ალ-ასადის გადაცემას ოფიციალურად სთხოვს

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში ჩავიდა, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ავრცელებს.

  • აჰმედ ალ-შარაა კრემლში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს.

შეხვედრის მთავარი თემა სირიასა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები იქნება.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, აჰმედ ალ-შარაა ვლადიმერ პუტინს სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემას ოფიციალურად სთხოვს.