ავტორი:

სუს-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობა ტექნიკურ ხარვეზის გამო გაითიშა - უწყება გამოძიებას წყვეტს

სუს-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობა ტექნიკურ ხარვეზის გამო გაითიშა - უწყება გამოძიებას წყვეტს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედის“ მომართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიება შეწყდა, რადგან დადგინდა რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.

“ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების - “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა.

გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.

შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

  • გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

„არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა. „ტელეიმედთან“ ერთად მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”, - ავრცელებდა სუს-ი.

მანამდე "იმედმა" გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ტელეკომპანიის მაუწყებლობა "დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა". ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ "ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს".