ავტორი:

ახალი თაობის ენით დაწერილი ანტიკური ლიტერატურა ახალ სერიაში - "ანაგენესი"

ახალი თაობის ენით დაწერილი ანტიკური ლიტერატურა ახალ სერიაში - "ანაგენესი"

ძველი სამყაროს ისტორიები ღმერთებზე, გმირებზე, ადამიანებზე, რომლებიც უცნაურ ბედისწერას ებრძოდნენ, თითქოს შორეულ ეპოქად გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში, ისინი დღემდე ცოცხლობენ ჩვენს ყოველდღიურობაში. ანტიკური ლიტერატურა ჩვენი ცივილიზაციის ფესვებია: აქ იბადება ადამიანური დრამა, გმირობა, სიყვარული, დანაშაული, სინანული და ყველაფერი, რაც ადამიანებად გვაქცევს. მაგრამ დრო იცვლება, და მითებიც მასთან ერთად ტრანსფორმირდება. თაობიდან თაობებს გადაეცემა და არ იკარგება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ანტიკური ლიტერატურის თანამედროვე ენით და ახალი ხედვით გაცოცხლება. მითი აღარ არის მუზეუმში გამოფენილი რელიკვია, არამედ ცოცხალი სულია, რომელიც კვლავ გვესაუბრება.

„ანაგენესი“ - ძველის განახლება

სწორედ ამ იდეით შეიქმნა გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი წიგნების სერია „ანაგენესი“, რომლის სახელწოდება ბერძნული სიტყვიდან მოდის და განახლებას, ხელახლა დაბადებას ნიშნავს. ეს სერია უბრალოდ უძველესი მითების ხელახალი თხრობა არაა, არამედ მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაა, თანამედროვე მკითხველისთვის. აქ კლასიკური გმირები: მედეა, პერსეფონე, ნარცისი, არიადნე და სხვები, აღარ არიან მხოლოდ მითოლოგიური სიმბოლოები. ისინი ადამიანებად იქცევიან, ცოცხლდებიან ჩვენს დროში, თანამედროვე ემოციებითა და აზროვნებით.

თუ გადავხედავთ სამყაროს ისტორიას, ვნახავთ, რომ ყველა ეპოქა საკუთარ მითებს ჰყვება. შუასაუკუნეებში გმირები ღმერთებს ემსახურებოდნენ, აღორძინების ხანაში კი ცოდნასა და ხელოვნებას, დღეს საკუთარ იდენტობას, საკუთარ ხმას.

თანამედროვე თხრობა ძველი ამბებისა, გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, როგორ ისმის ჩვენი ეპოქის მთავარი კითხვები ძველი ღმერთების და გმირების ბაგეებიდან. ეს არის დიალოგი წარსულთან.

ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფად ცვალებად დროში, ტექნოლოგიებით, სოციალური ქსელებით, ახალ ღირებულებებით. და მაინც, შინაგანად, ჩვენ იმავე კითხვებზე ვფიქრობთ, რაზეც ოდესღაც ფიქრობდნენ სოკრატე, სოფოკლე ან ჰომეროსი: - „ვინ ვარ მე?“ „რას ნიშნავს თავისუფლება?“ რაშია ცხოვრების აზრი?“

ამიტომაც ანტიკური ლიტერატურა არ ბერდება, ის მხოლოდ გარდაისახება. გვასწავლის ფიქრის, შემჩნევის და სამყაროს გაგების ხელოვნებას.

„ანაგენესი“ — ახალი თაობისთვის დაწერილი ძველი სიბრძნე

ეს სერია სწორედ ამ მიზანს ემსახურება. უძველესი ამბების ახალი სიცოცხლე, ახალი თაობისთვის. მკითხველს ეძლევა შანსი არა მხოლოდ მოისმინოს ძველი ღმერთების ხმა, არამედ გაიგოს, რას ეტყოდნენ ისინი დღეს. მაშინ, როცა სამყაროს კვლავ სჭირდება სიბრძნე, სიმამაცე და რწმენა ადამიანებში.

„ანაგენესი“ გვაჩვენებს, რომ მითოლოგია არ არის მხოლოდ მტვერში დაფარული წარსული, ის არის ცოცხალი ენა, რომელსაც შეუძლია მოგვიყვეს ჩვენი საკუთარი ამბავი, ოღონდ სხვა ფორმით, სხვა ეპოქაში.

R