მეტროსადგურ "სამგორში" მგზავრის გარდაცვალების გამო მგზავრებს ვერ ემსახურება "ისნის", "სამგორისა" და "ავლაბრის" მეტროსადგურები. მეტრო მხოლოდ "ახმეტელის" მეტროსადგურიდან "სამას არაგველებამდე" მიდის.
"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რის გამოც რამდენიმე მეტროსადგური არ ფუნქციონირებს.
"თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. შეფერხების მიზეზი მს “სამგორში” მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები “სამგორი”, “ისანი” და “ავლაბარი” დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს “ახმეტელის თეატრიდან” “300 არაგველამდე” და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს" - ნათქვამია განცხადებაში.