ავტორი:

"ევროპა რუსეთის მხრიდან სიღრმისეული დარტყმებისთვის უნდა მოემზადოს" - პოლონელი მინისტრი ევროპელ ლიდერებს მეტი თავდაცვითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

"ევროპა რუსეთის მხრიდან სიღრმისეული დარტყმებისთვის უნდა მოემზადოს" - პოლონელი მინისტრი ევროპელ ლიდერებს მეტი თავდაცვითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

სამშაბათს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ საჯარო გამოსვლისას განაცხადა რომ ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთის მხრიდან რეგიონის სიღრმეში განხორციელებული თავდასხმისთვის და ევროპელებს "დრონების კედლის" მსგავსი, მეტი თავდაცვითი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

სიკორსკიმ განცხადება ლონდონში გააკეთა, სადაც მან უკრაინაში ჩამოგდებული ირანული Shahed-136 ტიპის დრონი წარადგინა და ევროპელ ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

მან ასევე იმედი გამოთქვა რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საბოლოოდ მიღებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი “ტომაჰავკების“ მიწოდების გადაწყვეტილებას, რაც ქვეყანას რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელებაში დაეხმარება.

ჟურნალისტებთან საუბრისას სიკორსკიმ გაიხსენა პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრის და რუსული თვითმფრინავების მიერ ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ცნობილი არ არის კოპენჰაგენის თავზე დაფიქსირებული დრონების რუსული წარმომავლობა.

თავის მხრივ ვლადიმერ პუტინი უარყოფს რუსეთის მიერ ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმის გეგმას და მერამდენედ მას “მტკნარ სიცრუეს“ მოიხსენიებს.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: