9 წლის ალექსი მელიქიშვილი სიცოცხლისთვის აუცილებელი, უმძიმესი ოპერაციის მოლოდინშია. მას ხერხემლის რთული ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, რომლის წარმატებაც მთლიანად თანხის შეგროვებაზეა დამოკიდებული. ოჯახს 80 000 ევროდან კიდევ 30 000 ევრო აკლია.
ალექსი მელიქიშვილი 9 წლისაა. დაბადებიდან მოყოლებული, ის მუდმივად ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძვის და ამჟამად ეტლით მოსარგებლე, შშმ პირია.
როგორც ალექსის დედა, ზანდა ხინგავა, გვიყვება, ბავშვს უკვე ჩატარებული აქვს ორი რთული ოპერაცია:
კისრის ოპერაცია: ჩაუსვეს მე-2 მალა, რომელიც რკინებითა და მისივე ნეკნის ძვლით გაამაგრეს.
ფეხების ოპერაცია: ჩატარდა მყესების დაგრძელება.
კრიტიკული მდგომარეობა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ოპერაცია
მიუხედავად წარსული ჩარევებისა, ალექსის ხერხემლის მდგომარეობა კრიტიკულია. მას აქვს მძიმე დეფორმაციები: კიფოზი, ლორდოზი და სქოლიოზი. ექიმების თქმით, მას სასწრაფოდ ესაჭიროება ხერხემლის ოპერაცია, რაც მისი სიცოცხლის გადარჩენისთვისაა აუცილებელი.
სამედიცინო გეგმის მიხედვით:
ამოსაღებია მე-3 და მე-4 მალები, რომლებიც გამოუყენებელია და იმპლანტით უნდა ჩანაცვლდეს.
უნდა მოხდეს მე-7 მალიდან ქვემოთ სრულად გასწორება და ფიქსირება.
ოპერაცია სტამბოლში, აჯიბადენის კლინიკაში ტარდება, ცნობილი ქირურგის, აჰმეტ ალანაის ხელმძღვანელობით.
„პირველი, მოსამზადებელი ეტაპი ხვალ, 16 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. ამ დროს მოხდება ბავშვის თავის ფიქსირება რკინებზე დაკიდებით, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ხერხემალი ოდნავ გასწორდეს და მთავარი ოპერაცია ნაკლები რისკებით ჩატარდეს.“ - ამბობს ალექსის დედა.
ოპერაციის სრული ღირებულება 80 000 ევროს შეადგენს. მიუხედავად ოჯახისა და კეთილი ადამიანების ძალისხმევისა, ამ დროისთვის 30 000 ევრო აკლია. დრო კი სასწრაფოდ იწურება, რადგან ოპერაცია გადადებას არ ექვემდებარება.
ალექსის დედა, ზანდა ხინგავა, საქართველოს მოქალაქეებს დახმარებისკენ მოუწოდებს. თითოეული ლარი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რათა 9 წლის ბიჭმა სიცოცხლისთვის ბრძოლაში გაიმარჯვოს.
დავეხმაროთ ალექსის!
მიმღები: ზანდა ხინგავა (დედა)