აშშ-ში, ნიუ-იორკში Victoria's Secret -ის 2025 წლის შოუ გაიმართა და როგორც ყოველთვის, შერჩეული მოდელები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.
საკულტო შოუ, რომელიც 1995 წელს დაიწყო და ყოველწლიურად იმართება, გახსნა მოდელმა ჯასმინ ტუქსმა. ის ბრენდის ანგელოზი 2014 წელს გახდა.

ულამაზესი სანახაობა ტოპ მოდელმა ბელა ჰადიდმა დახურა .

მან 2 ულამაზესი ლუქები მოირგო და ისეთი მოდელების გვერდით გაიბრწყინა, როგორებიც არიან: ირინა შეიკი, ადრიანა ლიმა, ლიუ ვენი, ჯიჯი ჰადიდი და სხვა.


გვარლიანი მეორე ლუქში ულამაზესი გვირგვინით გამოჩნდა, რომელშიც ქართველი მოდელი ნამდვილს ქალღმერთს ჰგავდა.


ეს მატილდა გვარლიანის Victoria’s Secret-ის მეორე შოუა. პირველად მან ყველა მოდელისთვის საოცნებო პლატფორმაზე 2024 წელს გაიარა. მაშინ მან გაიხსენა მომენტი როცა პირველად უყურა Victoria's Secret-ის შოუს.
კითხვას, ოდესმე თუ წარმოიდგენდა, რომ აქ მოხვდებოდა, მატილდა პასუხობს: "რა თქმა უნდა, ეს ოცნება არ ყოფილა, ეს მიზანი იყო".
გარდა VS-სა მატილდა გვარლიანი უკვე მრავალი გლობალური ბრენდის სახე გახდა. მათ შორის ისეთების, როგორიცაა Chanel-ი, Gucci -ი, Louis Vuitton -ი, Calvin Klein-ი და სხვა.
შოუს დაწყებამდე გავრცელდა ფოტოები კულისებიდან, სადაც მატილდა ირინა შეიკთან, ადრიანა ლიმასთან და ლიუ ვენისთან ერთად ემზადებოდა წლის ყველაზე მნიშვნელოვან სცენაზე გასასვლელად.




Victoria’s Secret-ის ყოველწლიური სანახაობრივი შოუ 1995 წლის შემდეგ იმართება და მასში მონაწილეობის მიღება სპეციალურად შერჩეულ მოდელებს შეუძლიათ. შოუმ არაერთი მოდელი მსოფლიო ვარსკვლავად აქცია.
იხილეთ ასევე:
...