შემოდგომისა და ზამთრის სეზონს ბევრისთვის არა მხოლოდ სიცივე, არამედ ენერგიის კლება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ხასიათის ცვლილებებიც მოაქვს. ხშირად, სეზონურ მელანქოლიას დეპრესიის მსუბუქ ფორმად მიიჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში მიზეზი ბევრად ღრმაა: ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მზის ნაკლებობასთან.
რატომ იკლებს D ვიტამინის გამომუშავება ცივ სეზონზე
D ვიტამინი ერთ-ერთია იმ იშვიათი ვიტამინებიდან, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი თავადაც გამოიმუშავებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა კანი იღებს მზის ულტრაიისფერ სხივებს. შემოდგომის დაწყებიდან დღეების ხანგრძლივობა შესამჩნევად მცირდება, ამინდი უმეტესწილად ღრუბლიანი ხდება, ხოლო მზის სხივები ნაკლებად აღწევს ჩვენს კანში. შედეგად, ვიტამინის წარმოება მნიშვნელოვნად ქვეითდება. გაცილებით მეტ დროს ვატარებთ შენობაში, ნაკლებად ვმოძრაობთ და ვიღებთ უფრო კალორიულ, მაგრამ ნაკლებად ვიტამინიან საკვებს. შედეგად, ორგანიზმი იწყებს ნელ-ნელა იმუნური სისტემის შესუსტებას, ჩნდება აპათია, ძილის დარღვევა და ხშირი გაციება.
D ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები ხშირად შეუმჩნევლად ჩნდება, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოიხატოს შემდეგნაირად:
როგორ მივიღოთ D ვიტამინი ღრუბლიან დღეებში
როდესაც მზის სხივები აღარ არის საკმარისი, აუცილებელია D ვიტამინის მიღება საკვებით ან დამატებითი წყაროებით. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ კვების რაციონს. D ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია:

D ვიტამინის ერთ-ერთი გამორჩეული წყაროა ნორვეგიული ორაგული: ცხიმიანი ზღვის თევზი, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა შემოდგომასა და ზამთარში, როდესაც მზის სხივები ნაკლებად ინტენსიურია. ორაგული შეიცავს ბუნებრივად მაღალი რაოდენობის D ვიტამინს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსა და სრულფასოვან ცილებს, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას. ცივად შებოლილი ნორვეგიული ორაგული ინარჩუნებს ამ სასარგებლო ნივთიერებებს პრაქტიკულად უცვლელად, რაც მას იდეალურ პროდუქტად აქცევს მათთვის, ვინც ვერ იღებს საკმარის მზის ენერგიას. მისი რეგულარული, კვირაში 2-3-ჯერ მიღება უზრუნველყოფს ორგანიზმის ბუნებრივ ბალანსს და ხელს უწყობს ენერგიის, კარგი განწყობისა და საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ქაშაყი — ბუნებრივი და გემრიელი D ვიტამინის წყარო
D ვიტამინის საუკეთესო ბუნებრივი წყარო თევზია, განსაკუთრებით კი ქაშაყი, რომლის სეზონიც სწორედ შემოდგომასა და ზამთარში დგება. ქაშაყი არა მხოლოდ ამ ვიტამინით არის მდიდარი, არამედ შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, იოდს, ცილას და მინერალებს, რომლებიც აუცილებელია ტვინის, გულისა და კანის ჯანმრთელობისთვის.

100 გრამი ქაშაყი შეიცავს დაახლოებით 680–800 საერთაშორისო ერთეულ (IU) D ვიტამინს, რაც ზრდასრული ადამიანის დღიური მოთხოვნილების ნახევარზე მეტია.სპეციალისტები გვირჩევენ, კვირაში 2–3-ჯერ მივიღოთ ქაშაყი ან სხვა ცხიმიანი თევზი, რათა ორგანიზმი ბუნებრივად შეივსოს ამ აუცილებელი ელემენტით.
განსაკუთრებით სასარგებლოა ქაშაყი, რომელიც შენახულია პრესერვის ფორმით. რადგან თევზეულის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას. ამიტომაც ქაშაყი პრესერვებში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ და ჯანსაღ არჩევანს D ვიტამინის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით შემოდგომასა და ზამთარში.

როგორ შევინარჩუნოთ ვიტამინის ბალანსი მთელი ზამთარი
მზის სხივების ნაკლებობა შემოდგომასა და ზამთარში ბევრისთვის გამოწვევაა, მაგრამ სწორი კვებით და გონივრული ჩვევებით შეგიძლიათ D ვიტამინის დეფიციტი მარტივად აიცილოთ თავიდან.
NS