ბოლო წლებში დაწყებული "სატელევიზიო ოქროს ხანა“ გრძელდება. სტირმინგ პლატფორმების მრავალფეროვნების გამო შესაძლოა ბევრი საინტერესო სერიალი გამოგრჩეთ, ამიტომ წარმოგიდგენთ 2025 წელს გამოსულ ყველაზე პოპულარულ სერიალებს:

თანამედროვე თრილერმა, ჯერ მხოლოდ ორი ეპიზოდის მიუხედავად, მაყურებლის ყურადღება მიიპყრო. ალასკაში მყოფი მარშალი ქალაქში მომხდარ ავიაკატასტროფას იძიებს და ამავდროულად ავარიის შედეგად გაქცეული პატიმრების დაკავების პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს.
Imdb: 7.1

სერიალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრში მომუშავე ექიმების ამბავს ჰყვება, რომელთაც უწევთ პირადი პრობლემების, მძიმე სამუშაო საათებისა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მკურნალობისგან გამოწვეული სტრესისთვის გამკლავება. სერიალმა მაყურებლისა და კრიტიკოსთა დიდი სიმპათია დაიმსახურა. შედეგად მან წლის საუკეთესო დრამის კატეგორიაში ემის ჯილდო დაიმსახურა. მსახიობებმა ნოა უაილიმ და კეთრინ ლანასამაც, განსაკუთრებულად ემოციური პერფორმანსისთვის, ემის ჯილდო მიიღეს.
Imdb: 8.9

ფილადელფიაში, FBI-ის აგენტი, ტომ ბრანდისი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის უფროსად ინიშნება, რათა ქალაქში მომხდარი ძალადობრივი ქურდობები გამოიძიოს. თუმცა გამომძიებელი აღმოაჩენს, რომ ამ ქურდობისთვის პასუხისმგებელი ერთი შეხედვით უდანაშაულო, მეოჯახე კაცია.
Imdb: 7.9

სერიალი ჰყვება ლუდსახარში ბიზნესის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურის, სერ ბენჯამინ გინესის გარდაცვალების შემდეგ, მის ოთხ შვილს, ართურს, ედვარდს, ანასა და ბენს შორის განვითარებული ოჯახურ დრამას.
Imdb: 7.5

ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორნის მფლობელი (ჯეისონ ბეიტმენი) ბიზნესში თავის ქაოსურ ძმას (ჯუდ ლოუ) შემოიყვანს. შედეგად ყველაფერი ირევა და ეს ნოლიდან აშენებული ბიზნესის განადგურების საშიშროება ჩნდება.
Imdb: 7.4
ბოლო 5 წელში გადაღებული 10 საუკეთესო სერიალი