ავტორი:

რამდენს გამოიმუშავებენ მოდელები Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე, სადაც მატილდა გვარლიანიც გამოვიდა?

რამდენს გამოიმუშავებენ მოდელები Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე, სადაც მატილდა გვარლიანიც გამოვიდა?

ქართველი ტოპ-მოდელი მატილდა გვარლიანი Victoria's Secret-ის 2025 წლის შოუზე გამოვიდა, რომელიც გუშინ, 15 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გაიმართა.

  • ცნობისთვის, მატილდა პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria's Secret-ის შოუზე მოხვდა. პირველად მან შოუში მონაწილეობა გასულ წელს მიიღო, თუმცა დამწყები მოდელის რანგში. ამჯერად კი, მატილდამ სხვა ცნობილ ანგელოზებთან ერთად, ორი ლუქი მოირგო, ორივე ძირითადი ხაზიდან.

როგორც marca.com-ი Corestone Model&Talent-ის მფლობელის გაბრიელა პიერანტონის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე მოდელებს შეუძლიათ 500-დან 2500-დოლარამდე გამოიმუშაონ.

დიდი ალბათობით, მატილდა გვარლიანმა, როგორც დამწყებმა მოდელმა, გასულ წელს, Victoria’s Secret-ის მისთვის პირველ ჩვენებაზე 500-დან 700 დოლარამდე გამოიმუშავა, თუმცა წელს ვითარება განსხვავებული იყო და გამორიცხული არ არის, მას სწორედ ის ჰონორარი აეღო პოდიუმზე გამოსვლისთვის, რაც სუპერმოდელებისთვის იყო გათვალისწინებული... განაგრძეთ კითხვა