ავტორი:

"პირველად დავინახე და მისით შეპყრობილი ვარ... აქამდე რატომ არ ვიცოდით?" - რას წერენ მატილდა გვარლიანის შესახებ VS-ის უცხოელი ფანები? გამოხმაურებები სოციალური ქსელიდან

"პირველად დავინახე და მისით შეპყრობილი ვარ... აქამდე რატომ არ ვიცოდით?" - რას წერენ მატილდა გვარლიანის შესახებ VS-ის უცხოელი ფანები? გამოხმაურებები სოციალური ქსელიდან

ქართველი ტოპ-მოდელი მატილდა გვარლიანი უკვე მეორედ გამოვიდა Victoria's Secret-ის გრანდიოზულ შოუზე, რომელიც გუშინ, 15 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გაიმართა. თუ გასულ წელს მატილდა შოუს დებიუტანტებს შორის იყო, ამჯერად მან სხვა ცნობილ "ანგელოზებთან" ერთად, ორი ლუქი მოირგო, ორივე ძირითადი ხაზიდან, რაც მის გაზრდილ სტატუსზე მიუთითებს.

  • მატილდა გვარლიანი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის პოდიუმზე გაიარა.

ანაზღაურება Victoria's Secret-ის შოუზე: მატილდას ახალი სტატუსი

გასულ წელს, როგორც დამწყებ მოდელს, მატილდას ჰონორარი, სავარაუდოდ, შეადგენდა 500-დან 700 დოლარამდე, როგორც ამას marca.com ექსპერტებზე დაყრდნობით წერს (ზოგადად, დამწყები მოდელებისთვის ანაზღაურება 500-დან 2500 დოლარამდე მერყეობს).

თუმცა, წლევანდელი ვითარება განსხვავებულია. სუპერმოდელების ანაზღაურება Victoria’s Secret-ის შოუზე 20 ათასი დოლარიდან იწყება. დიდი ალბათობით, მატილდას მიერ ორი ლუქის მორგებამ და მისმა გაზრდილმა საერთაშორისო აღიარებამ, შესაძლოა, მისი ჰონორარი სწორედ ამ დონემდე გაზარდა.

Models.com-ის მაღალანაზღაურებად მოდელთა სია

მატილდა გვარლიანის სტატუსი სამოდელო ინდუსტრიაში განმტკიცებულია წამყვანი ონლაინ პლატფორმის, Models.com-ის მიერაც. ქართველი 50 ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს შორის არის.

მატილდა გვარლიანი ამ პრესტიჟულ რეიტინგში ისეთ ტოპ-მოდელებთან ერთად არის, როგორებიც არიან: ბარბარა პალვინი, ბიანკა ბალტი, ქენდის სვეინპოილი, ტეილორ ჰილი და სხვები.

მატილდა საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ის მოდელია, სადაც საშუალო წლიური ხელფასი დაახლოებით 65 246 აშშ დოლარია, ყველაზე მაღალი კი 139 500 დოლარს აღწევს. მსხვილ ბრენდებთან თანამშრომლობა (კამპანიები, ლუქბუქები), რაც მატილდას პორტფოლიოში უხვადაა, ამ ჰონორარებს მნიშვნელოვნად ზრდის.

საერთაშორისო გამოხმაურება და აჟიოტაჟი სოციალურ მედიაში

Victoria's Secret-ის შოუ მსოფლიო შოუბიზნესის მთავარ მოვლენად რჩება, რასაც მატილდას მიმართ გამოხატული უცხოელი მომხმარებლების დიდი ინტერესიც მოწმობს. პოპულარულ უცხოურ გვერდებზე, მათ შორის "steal the look"-ზე (მილიონი გამომწერით), მატილდას ვიდეომ უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა:

  • "ვინ არის? რატომ არ არის პოპულარული? რა ლამაზია!"
  • "90-იანების მოდელებს გვახსენებს."
  • "შეპყრობილები ვართ ამ გოგოთი."
  • "ეს დედოფალი მატილდა გვარლიანია."
  • "როგორც კი დავინახე, შოკირებული და შეპყრობილი ვიყავი."
  • "ჩემი აზრით, ის Victoria's Secret-ზე უფრო მეტად, მაღალი მოდის ჩვენებებისთვისაა შექმნილი", - წერენ კომენტარებში (ეს კომენტარი მაღალი მოდაში მატილდას მიღწევებს უსვამს ხაზს).

სხვა ცნობილი მოდელები შოუზე:

მატილდას გარდა, პოდიუმზე ნამდვილი სუპერვარსკვლავები გამოჩნდნენ:

  • ჰადიდები: ჯიჯი ჰადიდი შოუს ცენტრალური ფიგურა იყო. ბელა ჰადიდი კი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ლაიმის დაავადება გაუმძაფრდა, სცენაზე კვლავ ამაყად წარდგა.

  • შოუში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ლეგენდებმა, როგორებიც არიან ადრიანა ლიმა, ირინა შეიკი, ალესანდრა ამბროსიო, ეშლი გრეჰემი და ქენდის სვეინპოული.

  • ორსულ ქალბატონებს წარმოადგენდა ჟასმინ ტუკსი, რომელიც მეორე შვილს ელოდება.