პოპ-ვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის ყოფილი მეუღლე, კევინ ფედერლაინი დეტალურად იხსენებს 2007 წლის იმ მომენტს, რის შემდეგაც სპირსმა თავის გადაპარსვის გადაწყვეტილება მიიღო.



ერთადერთი სიტყვები, რაც მკაფიოდ ისმოდა, იყო: ‘შემიშვი. შემიშვი". შემდეგ ჭიშკარზე გადაძრომა დაიწყო, მე ბავშვებთან ერთად სახლში ვიყავი, ვცდილობდი სიტუაცია განმემუხტა, არ შემეძლო მისი ამ მდგომარეობაში ყურება“, - იხსენებს ფედერლაინი.
მისი თქმით, სპირსი “ბავშვებთან ურთიერთობისთვის მზად არ იყო“ რის გამოც დაცვამ ის სახლში არ შეუშვა.

კევინ ფედერლაინსა და ბრიტნი სპირსს ორი ვაჟი ჰყავთ, შონ პრესტონი და ჯეიდენ ჯეიმსი, რომლებიც სკანდალური ინციდენტის დროს 2 და 1 წლისანი იყვნენ.


“როდესაც გაოცებულმა სტილისტმა თხოვნაზე უარი განუცხადა, ბრიტნიმ ელექტრო საპარსი აიღო და თავად მოიპარსა თმები, შემდეგ ბენზინგასამართ სადგურზე აძვრა და იმ პაპარაცებისთვის დაიწყო ქოლგის ქნევა, რომლებიც პოპ ვარსკვლავის სკანდალური ფოტოების გადასაღებად იყვნენ მოსულები".


"ბავშვობიდანვე ზედმეტად მაკვირდებოდნენ. სულ მიყურებდნენ, მაფასებდნენ, განმსჯიდნენ ჩემი სხეულის გამო, თინეიჯერობიდანვე. თავის გადაპარსვა და სხვა ექსცენტრული გამოხტომები კი ჩემი მხრიდან ყოველივე იმისათვის წინააღმდეგობის გაწევის გზებს წარმოადგენდა", - წერდა ბრიტნი.

2008 წელს სპირსი მამის მკაცრი მეურვეობის ქვეშ მოექცა, ეს მდგომარეობა, მხოლოდ 2021 წელს დასრულდა.
ფედერლაინის წიგნთან დაკავშირებით სპირსის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მომღერლის ხარჯზე სხვები კვლავ ცდილობენ სარგებელი ნახონ, ბრიტნის მთავარი ინტერესი კი ცხოვრებაში მისი შვილების კეთილდღეობაა.



ყოფილის ქმრის მემუარები გააკრიტიკა თავად მომღერალმაც “ჩემი ყოფილი ქმრისგან მუდმივი მანიპულაცია ძალიან მტკივნეული და დამღლელია, ყოველთვის ვითხოვდი, ჩემი ვაჟების გვერდით ცხოვრების საშუალება მქონოდა, მოზარდ შვილებთან ურთიერთობა რთულია. ამ სიტუაციაში თავს დამცირებულად ვგრძნობ და მუდამ ვცდილობ, ისინი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყვნენ", დაწერა ბრიტნიმ სოციალურ ქსელში და აქვე დაამატა, რომ გონიერი ქალია, რომელსაც სიამაყის გრძნობა გააჩნია, ბოლო წლები მშვიდად ცხოვრობს და უკვე თვითონ წარმართავს საკუთარ ცხოვრებას.