ჯენიფერ ლოპესმა გადაცემაში "Watch What Happens Live With Andy Cohen" ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვინ იცის ჰოლივუდში საუკეთესო კოცნა. საინტერესოა, რომ მან არ დაასახელა თავისი ყოფილი ქმარი, ბენ აფლეკი.
"ახლახან ვითამაშე ფილმში ბრეტ გოლდშტეინთან და ვიტყოდი, რომ ეს საუკეთესო კოცნა იყო", - ამბობს ჯენიფერ ლოპესი.
ის ფაქტი, რომ ჯენიფერმა ბენ აფლეკი არ დაასახელა, მედიის მთავარი განხილვის თემა გახდა. როგორც ფანები აღნიშნავენ, ჯენიმ ამ ფორმით ყოფილ ქმარზე შური იძია.