ავტორი:

"არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად და ფინანსურადაც. საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა" - კიმ კარდაშიანი ქანიესთან განშორების შესახებ

"არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად და ფინანსურადაც. საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა" - კიმ კარდაშიანი ქანიესთან განშორების შესახებ

კიმ კარდაშიანმა პოდკასტში "Call Her Daddy“ ქანიე უესტან დაშორების შესახებ ისაუბრა. როგორც რეალითი შოუს ვარსკვლავმა აღნიშნა, ქორწინება ბოლო ეტაპზე "ზედმეტად ტოქსიკური" გახდა.

  • "ბევრი რამ იყო, რასთანაც შეგუება არ მინდოდა... არ მომწონდა, რომ ვიღაც ცუდად ლაპარაკობდა ჩემი შვილების ბებიაზე, დეიდებზე (გულისხმობს ქანიეს). სტაბილურობის ნაკლებობა დიდი პრობლემა იყო. ვფიქრობ, როდესაც ვინმეს ფსიქიკური ტრავმა აქვს, გინდა მხარი დაუჭირო, დაეხმარო, მასთან ერთად მოაგვარო პრობლემა და გვერდით დაუდგე, მაგრამ თუ ადამიანი ცვლილებებისთვის მზად არ არის, ეს ნამდვილად ართულებს ურთიერთობებს. როგორც კი იმ წერტილს მიაღწევ, სადაც გრძნობ, რომ არაფერი შეიცვლება ან გაუმჯობესდება, მაშინ უნდა წახვიდე

როცა შვილები გყავს, წასვლა კიდევ უფრო რთულია, ეს ყველას ცხოვრებას ცვლის სამუდამოდ. როცა მიხვდები, რომ არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, უნდა მიიღო სერიოზული გადაწყვეტილება, როგორ გააგრძელო ცხოვრება. ეს ძალიან მძიმე რეალობაა, რომლის მიღებაც ადვილი არ არის.

ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი უსაფრთხოდ. არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად და ფინანსურადაც. საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა, რათა უკეთესი დედა ვყოფილიყავი. ვფიქრობ, როცა ბავშვები გაიზრდებიან, შეძლებენ ამის გაგებას", - განაცხადა კარდაშიანმა.

კიმ კარდაშიანსა და ქანიე უესტს, რომლებიც 2021 წელს განქორწინდნენ, 4 შვილი ჰყავთ. რეპერი ამჟამად დაქორწინებულია 30 წლის ავსტრალიელ მოდელ ბიანკა ცენსორიზე.

წყარო