ავტორი:

ვინ არის ჯუმბერ ჭიღლაძე, ექსტრაორდინარული  ახალგაზრდა შეფი, რომელიც ქართულ გასტრონომიას ახალ ეპოქას უხსნის

ვინ არის ჯუმბერ ჭიღლაძე, ექსტრაორდინარული  ახალგაზრდა შეფი, რომელიც ქართულ გასტრონომიას ახალ ეპოქას უხსნის

ქართული კულინარია ბოლო წლებში საგრძნობლად შეიცვალა და განვითარდა. ტრადიციული გემოები ახალ ინტერპრეტაციებს იძენენ, შეფები კი უბრალოდ კერძებს კი აღარ ამზადებენ, არამედ ახალ რეცეპტურას და ხედვას ქმნიან. სწორედ ასეთი განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა 27 წლის ჯუმბერ ჭიღლაძე - თვითნასწავლი, მაგრამ უკვე აღიარებული შეფი, რომელმაც შეძლო, თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და საავტორო მიდგომით გამორჩეულად მკაფიო კვალი დაეტოვებინა ქართულ გასტრონომიაში.

ჯუმბერ იმ თაობას ეკუთვნის, ვინც ტრადიციას ახალ სიცოცხლეს აძლევს. ახალგაზრდა, თუმცა უკვე გამოცდილმა შეფმა თავისი განსაკუთრებული ხედვით შეძლო, ქართულ გასტრონომიაში გამორჩეული, საავტორო სტილი დაემკვიდრებინა.

სწორედ მისმა განსაკუთრებულმა ხედვამ და პროფესიულმა სიღრმემ ჯუმბერს საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა. კულინარიულმა ორგანიზაციამ Gault & Millau მადლობის სიგელი გადასცა ქართული კულინარიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ამავე პერიოდში იგი რესტორან „ეგნატეს“ აღმასრულებელი და ბრენდ შეფი იყო. აღიარება პირდაპირ უკავშირდებოდა ჯუმბერ ჭიღლაძის მიერ შექმნილ საავტორო მენიუსა და კონცეფციას, რომელიც რესტორან „ეგნატეში“ განხორციელდა. ეს იყო მენიუ, რომელმაც ქართულ გემოს საზღვრებს გადააბიჯა და სრულიად ახალ დონეზე აიყვანა.

„ეგნატეში“ ყველაფერი დაიწყო იდეით: მენიუ თავიდან ბოლომდე ჯუმბერს ხელწერაზე აგებულიყო/ თითოეული რეცეპტი, ტექსტურა და არომატი არა უბრალოდ კულინარიული ექსპერიმენტის, არამედ შემოქმედებითი ხედვის შედეგი იყო. არცერთი ელემენტი არ ყოფილა ნასესხები იდეა თუ იმიტაცია, ყოველი გემო და დეტალი მენიუში, ჯუმბერს საკუთარი ინტერპრეტაციაა, რომელიც ტრადიციულ ქართულ პროდუქტს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის.

ჯუმბერ ჭიღლაძე არ არის მხოლოდ შეფი, ის შემოქმედი კონცეფციის ავტორია. მისთვის გემო მხოლოდ ნედლეული არ არის; ეს არის იდეის მატარებელი ფორმა, გემოს ენით მოყოლილი ამბავი. სწორედ ამ ხედვის გამო არაერთი ქვეყნის რესტორატორი დაინტერესდა მისი ნამუშევრებით და შესთავაზა თანამშრომლობა ახალი, უნიკალური მენიუების შესაქმნელად. სულ ახლახან, ნიუ-იორკში მომავალი ქართული ფიუჟენ რესტორანი დაინტერესდა ახალგაზრდა ქართველით, რომლის ხედვაც თანამედროვე გლობალურ კულინარიაში შესატყვისად მიიჩნიეს.

ჯუმბერს გზა მარტივი არ ყოფილა, ის თვითნასწავლი პროფესიონალია, თუმცა სწავლა არასდროს შეწყვეტია. მოგვიანებით განათლება გაიღრმავა საერთაშორისო კულინარიულ აკადემიაში BDC, სადაც თავისი პრაქტიკული ცოდნა აკადემიური საფუძვლით გაამყარა. 2020 წელს მონაწილეობა მიიღო კულინარიულ შოუში „მასტერშეფი“, სადაც თავი გამოიჩინა დისციპლინით, შემოქმედებითობითა და არაჩვეულებრივი გემოვნური ბალანსით.

ჯუმბერი იკვლევს ძველ ქართულ რეცეპტებსა და ინგრედიენტებს, რომლებსაც ახლებურად გარდაქმნის. ტრადიციისადმი პატივისცემით, მაგრამ თანამედროვე სიზუსტით. მის მიერ შექმნილი კერძები ერთდროულად ნოსტალგიური და ინოვაციურია, თითქოს ბავშვობის გემოებს ახლებურად გვახსენებს.

დღეს ჯუმბერ ჭიღლაძე უკვე აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა შეფი საქართველოში. მისი ხედვა, რომ გემო შეიძლება იქცეს იდენტობად, ქართულ გასტრონომიას ახალ რიტმს აძლევს.

ეს არის ამბავი ადამიანზე, რომელიც გემოს ქმნის, როგორც ხელოვნებას, და რომლის ისტორიაც, როგორც ჩანს, ახლა იწყება. ჯუმბერ ჭიღლაძე: მომავლის გემო, რომელიც უკვე აქაა!

R