თუ ლიტერატურა და კითხვა გიყვართ, მაშინ გამომცემლობა „პალიტრა L-ს“ თქვენთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. გახდი წიგნის გამავრცელებელი, გაუზიარე ადამიანებს წიგნის სიყვარული და მიიღე დამატებითი შემოსავალი - ამ შესანიშნავ წამოწყებაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეობისთვის საკმარისია დარეკოთ გამომცემლობის ცხელ ხაზზე 577 054 044, შეთანხმდეთ თანამშრომლობის პირობებზე და შეგიძლიათ სასურველი გრაფიკით გახდეთ წიგნის გამავრცელებელი იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც თქვენ ცხოვრობთ.
გამომცემლობამ წიგნის გამავრცელებლისთვის შექმნა სპეციალური კატალოგი, რომლის დახმარებითაც მსურველებს სასურველი ლიტერატურის შერჩევა კიდევ უფრო უმარტივდებათ. კატალოგი მუდმივად განახლებადია.
თუ უკვე დაინტერესდით ამ წამოწყებით, მაშინ გეტყვით, რომ წიგნის გამავრცელებლები გამომცემლობისგან საბაზრო ფასზე უფრო დაბალ ფასად იღებენ წიგნებს და შემდგომ მათი გავრცელება/რეალიზაციას საკუთარ თემში ახდენენ. ეს, ერთი მხრივ, გაზრდის თქვენს შემოსავალს და, მეორე მხრივ, ჩაერთვებით იმ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეში, რასაც წიგნსა და ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ჰქვია. დღეს საქართველოს მასშტაბით უამრავი სოფელი და არაერთი ქალაქია, სადაც წიგნის მაღაზია არაა. სწორედ ამიტომ გახდა „პალიტრა L-ის“ პროექტი ასეთი პოპულარული და დასაფასებელი.
გარდა იმისა, რომ პროექტში ჩართვით დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გაქვთ, გამომცემლობა წიგნის გამავრცელებელს სთავაზობს: სპეციალურ საჩუქრებსა და ექსკლუზიურ შეთავაზებებს, ასევე შეხვედრებს როგორც საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან, ისე თანამედროვე ქართველ ავტორებთან, მთარგმნელებსა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულ სხვა ადამიანებთან.
შეგახსენებთ, რომ პროექტი 10 წელზე მეტია წარმატებით ხორციელდება და დღეს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჰყავს წარმომადგენელი. გამომცემლობა „პალიტრა L” წიგნის მოყვარულებს მოუწოდებს, ისინიც ჩაერთონ ინიციატივაში და თანამედროვე თუ კლასიკური, პროფესიული თუ უცხოური ლიტერატურა უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
გახდით წიგნის გამავრცელებელი დღესვე და გააზიარეთ წიგნის სიყვარული.
R