ავტორი:

"ვარდისფერი ოქტომბერი" - "ჩვენ ვიბრძვით და ვიმარჯვებთ თქვენთვის და თქვენთან ერთად!" - ონკომამოლოგი, პროფესორი კახაბერ ბარამიძე

"ვარდისფერი ოქტომბერი" - "ჩვენ ვიბრძვით და ვიმარჯვებთ თქვენთვის და თქვენთან ერთად!" - ონკომამოლოგი, პროფესორი კახაბერ ბარამიძე

"ვარდისფერი ოქტომბერი" ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. ოცდაათ წელზე მეტია ეს კამპანია მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. იმართება შემეცნებითი ღონისძიებები მასმედიისა და სოციალური მედიის საშუალებებით, იმართება მარათონები, აქტიურად მუშაობს სკრინინგ პროგრამები და ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს - მოსახლეობაში და განსაკუთრებით ქალთა პოპულაციაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დაავადების პრევენციას ან ადრეულ გამოვლენას და შესაბამისად, დროულ, შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობას, მაშასადამე, დროულ გამოჯანმრთელებას, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებასა და გახანგრძლივებას.

ძუძუს კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილზეა და ამიტომაც "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიას განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.

2024 წლის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში, ქალთა პოპულაციაში რეგისტრირებული იყო ძუძუს კიბოს ახალი 1995 შემთხვევა, რაც საერთო ონკოლოგიური დაავადებების 30,7%-ს წარმოადგენს. საიმედოა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოვლენილი დაავადების შემთხვევაში პაციენტთა გამოჯანმრთელების ხუთწლიანი მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და 2020 წლიდან 72% შეადგინა. გასათვალისწინებელია, რომ ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიას და მასში ჩართულ პროფესიონალ ექიმებს.

მულტიპროფილური კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი“ მრავალი წელია აქტიურადაა ჩართული „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიაში და წელსაც ტრადიციულად ატარებს საქველმოქმედო აქციას ქალებისთვის, რაც უფასო კონსულტაციასა და გამოკვლევებს გულისხმობს.

აღნიშნული აქციის შესახებ დეტალურად საუბრობს კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ მამოლოგი, ონკოქირურგი, ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ქირურგიული სამსახურის უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი კახაბერ ბარამიძე. ექიმი ქალებს მოუწოდებს, პრევენციის მიზნით რეგულარულად ჩაიტარონ პროფილაქტიკური გამოკვლევები:

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ეგიდით საქველმოქმედო აქციის ჩატარება ტრადიციად იქცა კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“ და მინდა, გითხრათ, რომ ჩემი თითქმის ოცდაათწლიანი საექიმო პრაქტიკის მანძილზე ენთუზიაზმით, ინტერესითა და იმედით ვატარებთ ამ კამპანიას. „ვარდისფერი ოქტომბრის“ ყოველწლიური საქველმოქმედო აქციის პერიოდში მრავალმა ქალბატონმა მიიღო კვალიფიციური კონსულტაცია და ჩაიტარა გამოკვლევები, რითაც მივიღეთ მთავარი შედეგი - მოსახლეობაში ამაღლდა ცნობიერება ძუძუს კიბოს შესახებ, ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები - ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა დაავადება და შესაბამისად დროული, ხარისხიანი მკურნალობით გაუმჯობესდა გამოჯანმრთელების მაჩვენებელი, გაიზარდა სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა. მინდა, მივმართო სამყაროს სიცოცხლის საწყის ქალბატონებს - დროული ვიზიტი პროფესიონალ, კვალიფიციურ ექიმ-მამოლოგთან თქვენი მშვიდი, უსაფრთხო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საწინდარია. სიმპტომების აღმოჩენამდე რეგულარული კონსულტაცია აუცილებელია, ხოლო პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას, მამოლოგთან ვიზიტი სავალდებულოა!

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში წელს, 24 ოქტომბერს კლინიკა "ჯანმრთელობის სახლში" ჩავატარებთ ტრადიციულ, საქველმოქმედო აქციას - მამოლოგის უფასო გასინჯვა-კონსულტაცია და სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა.

ძვირფასო ქალბატონებო, გახსოვდეთ, რომ კიბო განაჩენი არ არის! და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რამეთუ თქვენს გვერდით ვართ ჩვენ - პროფესიონალი და გულისხმიერი ექიმები მრავალწლიანი გამოცდილებით. ჩვენ ვიბრძვით თქვენთან ერთად! ჩვენ ვიბრძვით თქვენთვის! „ვარდისფერი ოქტომბრის“ სიმბოლო - ვარდისფერი ბაფთაც ხომ ერთიანობის და საერთო ბრძოლის სიმბოლოა. დიახ, ერთად! ერთობით! ერთმანეთისთვის! ჩვენ ვიბრძვით და ვიმარჯვებთ თქვენთან ერთად!“, - მიმართავს ქალებს ქალებს ექიმი კახაბერ ბარამიძე.

ისარგებლეთ „ჯანმრთელობის სახლის“ აქციით, მიმართეთ კლინიკას, გაიარეთ კონსულტაცია კვალიფიციური ექიმებთან, ჩაიტარეთ უფასო კვლევები და გახსოვდეთ, რომ პრევენცია ან გართულებების დროული გამოვლენა ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია.

R