საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე ჩხრეკის ოპერაციების სერიას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ "რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების დევნა საკუთარი თვითგანადგურების ტოლფასია".
#terrorinGeorgia - საქართველოს რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების დევნა საკუთარი თვითგანადგურების ტოლფასია: დღეს ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კერძო სახლებში", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თქვა, რომ ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.