გაერთიანებულ სამეფოში მდებარე ბრისტოლის ზოოპარკში, რომელიც 2022 წელს დაიკეტა ადამიანებმა ერთ-ერთი შუშის ოთახში, გალიაში მცხოვრები ცოცხალი გორილები აღმოაჩინეს.
გულისამაჩუყებელ ვიდეოში ჩანს, როგორ აკაკუნებს ერთ-ერთი გორილა ფანჯარაზე და სასოწარკვეთილი ცდილობს ყურადღების მიპყრობას. მიტოვებული გალია, სადაც რვა გორილაა მოთავსებული, მთლიანად ბალახითა და მცენარეებითაა დაფარული გარშემო კი ცარიელი შენობებია.


“მსოფლიოში ყველაზე მარტოსული“ გორილები, როგორ მათ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა უწოდეს, სევდიანად იყურებიან ვოლიერებიდან, ვიდეოს თან ახლავს წარწერა: “ბრისტოლის ზოოპარკო, რას მალავ? რა არ გინდა გახდეს ნათელი, ეს გორილები ხომ აქ არ უნდა იყვნენ!“
ვიდეოს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით მას ბრისტოლის ზოოლოგიური საზოგადოება გამეხმაურა და განაცხადა რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ცხოველები სათანადო პირობებში იმყოფებიან და გამოცდილი მომვლელები მათზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
"გორილების კეთილდღეობისთვის ყველა ზომაა მიღებული და რამდენიმე თვეში მათ ახალ საცხოვრებელში - Bristol Zoo Project-ში გადაიყვანენ“, - ნათქვამია განცხადებაში.