ავტორი:

აშშ - მა კარიბის ზღვაში, ვენესუელას სანაპიროსთან მორიგ ხომალდს დაარტყა, რომელსაც სავარაუდოდ ნარკოტიკები გადაჰქონდა

აშშ - მა კარიბის ზღვაში, ვენესუელას სანაპიროსთან მორიგ ხომალდს დაარტყა, რომელსაც სავარაუდოდ ნარკოტიკები გადაჰქონდა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ხუთშაბათს, კარიბის ზღვაში, დარტყმა განახორციელეს სავარაუდოდ ნარკოტიკების გადამტან მორიგ ხომალდზე. გავრცელებული ინფორმაციით, პირველად მოხდა, რომ ეკიპაჟის ნაწილი ცოცხალი გადარჩა, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

წყარომ ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაამჟღავნა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ამ დრომდე გაურკვეველია იყო თუ არა დარტყმა დაგეგმილი ისე, რომ ადამიანები ცოცხლები გადარჩენილიყვნენ.

მოცემულ სიტუაციაში ლოგიკურად იბადება ახალი კითხვები: გაუწია თუ არა აშშ-ის არმიამ დახმარება გადარჩენილებს და იმყოფებიან თუ არა ისინი ამჟამად ამერიკის სამხედრო პირების ზედამხედველობის ქვეშ.

პენტაგონს, რომელმაც დარტყმების სამიზნეები “ნარკოტერორისტებად“ მოიხსენია, კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ხუთშაბათის ოპერაციამდე, ვენესუელას სანაპიროსთან აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ სავარაუდოდ ნარკოტიკების გადამტან ხომალდებზე განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ნაჩვენებია, რომ წინა ოპერაციების დროს ნავები სრულად განადგურდა და ეკიპაჟის წევრების გადარჩენის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

იხილეთ ასევე:

წყარო