ავტორი:

"ომი თუ მოგწონს - ეს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი იარაღია... არ ვიცი, პუტინს მაგიდასთან რა დასვამს" - ტრამპი-ზელენსკის მორიგი შეხვედრა, განცხადებები და ფოტოები

"ომი თუ მოგწონს - ეს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი იარაღია... არ ვიცი, პუტინს მაგიდასთან რა დასვამს" - ტრამპი-ზელენსკის მორიგი შეხვედრა, განცხადებები და ფოტოები

გვირჩევნია, რომ უკრაინას Tomahawk-ები არ დასჭირდეს, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მედიასთან საუბარში განაცხადა.

  • "არ ვიცი მას [პუტინს] მაგიდასთან რა დასვამს. ვფიქრობ, რომ შეთანხმების მიღწევა სურს, სულ ესაა. არ ვიცი რა მოიყვანს [მაგიდასთან]“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, Tomahawk "ძალიან საშიში იარაღია, წარმოუდგენელი იარაღია. ომი თუ მოგწონს - ეს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტია".

"საოცარი, ძალიან ძლიერი იარაღია, მაგრამ ძალიან საშიში იარაღია და ამას შეიძლება დიდი ესკალაცია მოჰყვეს, ბევრი ცუდი რამ შეიძლება მოხდეს. Tomahawk-ები დიდი ამბავია“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის და ზელენსკი Tomahawk-ებზეც ისაუბრებენ, "მაგრამ გვირჩევნია Tomahawk-ები არ დასჭირდეთ, გვირჩევნია, რომ ომი დასრულდეს“.

ამასთანავე, როგორც ტრამპმა აღნიშნა, Tomahawk "ძალიან საშიში იარაღია, წარმოუდგენელი იარაღია. ომი თუ მოგწონს - ეს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტია“.

"საოცარი, ძალიან ძლიერი იარაღია, მაგრამ ძალიან საშიში იარაღია და ამას შეიძლება დიდი ესკალაცია მოჰყვეს, ბევრი ცუდი რამ შეიძლება მოხდეს. Tomahawk-ები დიდი ამბავია“, - განაცხადა ტრამპმა.

რა თქვა ზელენსკიმ?

"რა თქმა უნდა, ამ ომის დასრულება გვსურს, მაგრამ ეს სხვანაირი ომია, ტექნოლოგიური ომია. მხოლოდ Tomahawk [რაკეტებს] არ იყენებ, თუ სამხედრო მიზნის დაბომბვა გსურს, ათასობით დრონი გჭირდება, რომლებიც ერთად მიფრინავენ მსგავს რაკეტებთან. უკრაინას აქვს საკუთარი წარმოების ათასობით მსგავსი დრონი, მაგრამ Tomahawk-ები არ გვაქვს.

ამიტომ გვჭირდება Tomahawk-ები. მაგრამ აშშ-ის ძალიან ძლიერი წარმოება აქვს, და აშშ-ს Tomahawk-ები და სხვა რაკეტები აქვს, ძალიან ძლიერი რაკეტები. მაგრამ მათ შეუძლიათ ჩვენი ათასობით დრონი ჰქონდეთ. ამიტომ ერთად მუშაობა შეგვიძლია, შეგვიძლია ამერიკული წარმოების გაძლიერება. ეს მხოლოდ სამხედრო მიზნების შესახებაა, მხოლოდ სამხედრო მიზნების შესახებ",

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ვაშინგტონში, თეთრ სახლში შეხვდნენ.