შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ჯ.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ჯ.ქ.-მ საბურთალოს რაიონში, ღამის საათებში 12 ავტომანქანის საქარე მინები დააზიანა და ავტომობილში არსებული ნივთები მოიპარა.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯ.ქ. დააკავეს.
დაკავებულმა მის მიერ, 8 ოქტომბერს აფრიკის დასახლებაში ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარა.პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.